სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნი მაინცს 27-ჯერ შეხვდა. სტატისტიკა რეკორდმაისტერის სასარგებლოდ არის: მიუნხენელებმა 20 გამარჯვება მოიპოვეს, სამჯერ ფრედ ითამაშეს და ოთხჯერ დამარცხდნენ. მაინცს ბუნდესლიგის არც ერთ სხვა გუნდთან ამდენი მარცხი და გაშვებული ბურთი არ აქვს (76 გოლი).

ამ გუნდთან გასვლით შეხვედრებში ბაიერნს 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, საერთო ანგარიშით 17:3. ესეთი წარუმატებელი საშინაო სერია მაინცს არც ერთ სხვა კლუბთან არ აქვს.

2020 წლის ორ მატჩში ბაიერნმა +9 ბურთების შეფარდებით გაიმარჯვა, კლუბის ისტორიაში მეორე წრეების სტარტის ფარგლებში ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

მაინცს ჩემპიონატში 44 გაშვებული ბურთი აქვს, რაც ვერდერთან ერთად ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ბაიერნს პირიქით საუკეთესო შეტევის ხაზი აქვს. რეკორმაისტერს გასული 19 ტურის ყოველ მატჩში მინიმუმ ერთი ბურთი აქვს გატანილი, საერთო ჯამში 55. მიუნხენელებმა 1973/74 წწ. საკუთარი რეკორდი გაიმეორეს.

უკანასკნელ 5 შეხვედრაში ფლიქის გუნდს 100%-ანი შედეგი აქვს - 15 მოპოვებული ქულა. ჩემპიონატის არც ერთ სხვა გუნდს ამ მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია.

რობერტ ლევანდოვსკის მაინცთან ჩატარებულ 18 მატჩში გოლი+პასის მაჩვენებლით 18 ქულა აქვს (15 გოლი და 3 პასი). წინა ორ შეხვედრაში თავდასხმელმა თითო ბურთი გაიტანა.

მიმდინარე ჩემპიონატის მესამე ტურში ბაიერნმა მაინცი ანგარიშით 6:1 გაანადგურა. ივან პერიშიჩმა და ბენჟამენ პავარმა რეკორდმაისტერის მაისურში სადებიუტო გოლი იზეიმეს.


01-02-2020