სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის წარმოუდგენელი სერია

შაბათს საღამოს რობერტ ლევანდოვსკიმ შალკესთან რიგით 22-ე მატჩში მე-19 ბურთი გაიტანა. უფრო მეტი გოლი პოლონელ თავდასხმელს მხოლოდ ვოლფსბურგთან შეხვედრებში აქვს (21).

ლევანდოვსკიმ შალკეს ზედიზედ მეცხრე მატჩში გაუტანა. უკანასკნელად იგივე სერია კლაუს ფიშერს ჰქონდა, რომელმაც შტუტგარტს 1969-74 წწ. უტანდა.

მეორე წრის პირველ ორ ტურში გატანილი ორი ბურთის შემდეგ ლევანდოვსკი 21 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერია. წარსულში მხოლოდ გერდ მიულერს 19 ტურის ყველა მატჩში მინიმუმ ერთი ბურთი ჰქონდა გატანილი.


28-01-2020