სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა შალკე გაანადგურა

შეხვედრა ნოიერის შეცდომით დაიწყო, მაგრამ კაპიტანმა მეტოქის დარტყმის დაუფლება შეძლო.


მეექვსე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ შალკეს გოლკიპერის შეცდომის შემდეგ მორიგი ბურთი შეაგდო, 1:0!

შემდგომში რეკორდმაისტერმა უამრავი მომენტი შექმნა, ორი ბურთი გაიტანა, მაგრამ ორივეჯერ კარების აღება გაუქმდა, რადგანაც ოფსაიდი დაფიქსირდა.

ტაიმის მიწურულს მიულერმა შალკეს კარები მაინც დალაშქრა, 2:0! შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

49' ლეონ გორეცკამ ლამაზ ნახტომში ბურთი კარების ბადეში ჩაახვია, 3:0!

57' ტიაგომ ანგარიში 4:0-მდე გაზარდა!

65' ლევანდოვსკის თავური დარტყმა კარებს ასცდა.

75' ისევ ლევანდოვსკი, მაგრამ შუბერტმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

77' პოლონელს ისევ ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან გადააცილა.

მატჩის მიწურულს თავისი ბურთი გნაბრიმ გაიტანა. სერიოზული შეცდომა შუბერტმა დაუშვა, 5:0!

რეკორდმაისტერმა შალკესგან ქვა ქვაზე არ დატოვა. ბაიერნი მეორე ადგილს დაუბრუნდა, ლაიპციგისგან გუნდს მხოლოდ ქულა აშორებს.


25-01-2020