სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს კიმიხი დაუბრუნდება

სატურნირო ცხრილში ბაიერნი, ჰერტასთან გამარჯვების შემდეგ, მეორე ადგილზე გადავიდა. მიუნხენელები ლაიპციგის მთავარი მდევრები გახდნენ. ფლიქი დარწმუნებულია, რომ "ხარების" დაწევა შესაძლებელია: "ყველა მატჩში საკუთარი საუკეთესო თამაშის დემონსტრირება გვმართებს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული".

იოზუა კიმიხის დისკვალიფიკაცია დასრულდა. საღამოს მცველი მინდორს დაუბრუნდება. ამის გარანტია კიმიხმა მწვრთნელისგან მიიღო. პარასკევს ერნანდეზმა, გადატანილი ოპერაციის შემდეგ, საერთო ჯგუფთან პირველად ივარჯიშა. შესაბამისად, მცველმა დიდ ფეხბურთში დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კინგზლი კომანი, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, ინდივიდუალური პროგრამით მუშაობას განაგრძობს. იგივე ნიკლას ზულეს და ხავი მარტინეზსაც ეხება.


25-01-2020