სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ვაგნერი: აუტსაიდერები ვართ

"აუტსაიდერები ვართ. ორი აზრი არ არსებობს. ვიცით, რომ ბაიერნი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება", განაცხადა დევიდ ვაგნერმა მატჩის წინ.

წინა წარუმატებელი სეზონის შემდეგ "ხუმარებმა" ყოფილი სიძლიერე დაიბრუნეს. შალკემ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, რომელმაც გუნდი ზაფხულში ჩაიბარა, 18 ტურის შემდეგ 33 ქულა დააგროვა. ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა სეზონის დასრულების შემდეგ ჰქონდათ. მეორე წრის პირველ ტურში შალკემ საკუთარ კედლებში გლადბახი დაამარცხა (2:0).


25-01-2020