სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ოდრიოსოლა იჯარაში აიყვანა

ბაიერნის ხელმძღვანელობამ მადრიდის რეალიდან სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ალვარო ოდრიოსოლა აიყვანა, იუწყება ოფიციალური საიტი. წარმატებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ მან კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და მონაწილეობა სავარჯიშო პროცესში მიიღო.

"განხილვის შემდეგ ჰანზი ფლიქის თხოვნის დაკმაყოფილება გადავწყვიტეთ, რომელიც დაცვის გაძლიერებას ეხებოდა. ერთობლივად ჩვენი არჩევანი ალვარო ოდრიოსოლაზე შევაჩერეთ. მასთან კონტრაქტის გაფორმებით მოხარულები ვართ. მეგობრული მოლაპარაკებებისთვის მადრიდის რეალს მადლობას ვუხდით", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ადრიოსოლა საკუთარი თვისებებით გუნდს დაეხმარება. ასეთი დონის განაპირა მცველის გადაბირებით მოხარულები ვართ", აღნიშნა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ბაიერნში ალვარო ოდრიოსოლა 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.


22-01-2020