სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მეორე ადგილზე გადავიდა

პირველ 10 წუთში უპირატესობა ბაიერნმა მოიპოვა. რეკორდმაისტერმა ბურთი დაიჭირა და მეტოქეს საკუთარ ნახევრიდან არ უშვებდა. შემდეგ ჰერტამ თამაში გაათანაბრა. პლატენჰარდტის ჩაწოდების შემდეგ ზელკემ თავური დარტყმა განახორციელა, მაგრამ ბურთი კარებს ასცდა.

21-ე წუთზე ყველაზე რეალური შანსი ლევანდოვსკის ჰქონდა. პოლონელმა ყველაფერი მშვენივრად გააკეთა, მაგრამ შორეულ კუთხეს ვერ გაარტყა.

ტაიმის დასრულებამდე ორი მომენტი კოუტინიოს ჰქონდა. თავური დარტყმა პერიშიჩმა განახორციელა, მაგრამ მეტოქის მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა.

შესვენების შემდეგ ბაიერნმა მოუმატა. მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ პერიშიჩს და კოუტინიოს ბედმა არ გაუღიმათ.

60-ე წუთზე რეკორდმაისტერმა თავისას მიაღწია! ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ პერიშიჩმა თავით ბურთი მიულერს დაუგდო, რომელმაც ახლო მანძილიდან იარშტაინს მოგერიების შანსი არ დაუტოვა, 0:1!

თითქმის ეგრევე ლევანდოვსკიმ მეორე ბურთი შეაგდო, მაგრამ მსაჯმა ბურთი არ ჩათვალა, რადგანაც მისი აზრით პოლონელი იარშტაინთან ორთაბრძოლაში წესები დაარღვია.

66-ე წუთზე იარშტაინმა ლევანდოსკის რთული დარტყმა მოიგერია.

73' გორეცკამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ლევანდოვსკიმ ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:2!

76' ტიაგომ ულამაზესი ბურთი შეაგდო. ესპანელმა შორეული ცხრიანი დალაშქრა, 0:3!

ხუთ წუთში კოუტინიომ ბურთი ძელს გაარტყა.

84' პერიშიჩმა ჰერტას დარბევა განაგრძო, 0:4! თომას მიულერმა მე-12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სატურნირო ცხრილში ბაიერნი მეორე ადგილზე დაბრუნდა!


19-01-2020