სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კლინსმანი: თითოეული ქულა დაგვჭირდება

"ბაიერნისგან განსხვავებით სულ სხვა სიტუაციაში ვიმყოფებით. როგორც ადრე პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად ვიბრძვით. სატურნირო ცხრილის ქვედა ეშელონებიდან არც ისე შორს ვართ და თავს დაზღვეულად ჯერ ვერ ვგრძნობთ. წინ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ძალების მაქსიმალურად დახარჯვა, გულშემატკივრების გადაბირება და ქულების დასაგროვებლად ყველაფრის გაკეთება ჩვენთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს. გასავარდნ ზონიდან თავის გასაღწევად თითოეული ქულა დაგვჭირდება", აღნიშნა ჰერტას მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა.

სატურნირო ცხრილში ბერლინელები მე-12 ადგილზე იმყოფებიან. ნოემბერში სამწვრთნელო პოსტზე კლინსმანმა ჩოვიჩი შეცვალა. ამის შემდეგ ჰერტამ 4 მატჩში 8 ქულის მოპოვება შეძლო.


19-01-2020