სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მეორე წრის მოლოდინშია

"მთელ სამწვრთნელო შტაბთან ერთად სეზონის მეორე ნახევრის დაწყების დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. ბერლინში რთული ამოცანის წინაშე დავდგებით. ჰერტა თავს ძალიან კარგად იცავს. უკანასკნელ მატჩებში გუნდმა ეს დაამტკიცა. კომპაქტურად განლაგდებიან, ინიციატივას მეტოქისთვის თმობენ და ბურთის ართმევის შემდეგ კონტრშეტევაზე სწრაფად გადადიან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", განაცხადა ჰანზი ფლიქმა.

გუნდის საკადრო სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა. ლევანდოვსკი და გნაბრი საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ, მაგრამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო კიმიხი გამოტოვებს. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე ტრავმირებულები ზულე, ერნანდეზი, კომანი და მარტინეზი ვერ მიიღებენ.


19-01-2020