სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ჰერტას 69 ჯერ შეხვდა. აქედან რეკორდმაისტერმა მეტოქეს 39 მატჩი მოუგო. ბერლინელებმა ბაიერნი 10 ჯერ დაამარცხეს, 20 შეხვედრა საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთები, 155:75.

17 უკანასკნელი დუელიდან მიუნხენელებმა მხოლოდ ერთი დათმეს (12 გამარჯვება, 4 ფრე). 2018 წლის სექტემბერში ბაიერნი ბერლინში 0:2 დამარცხდა.

ბოლო წლებში რეკორდმაისტერი, როგორც წესი, მეორე წრეს წარმატებულად იწყებს. უკასკნელი სასტარტო 7 მატჩიდან ბაიერნმა 6 მოიგო. შარშან გერმანიის ჩემპიონმა ჰოფენჰაიმი ანგარიში 3:1 დაამარცხა.

მეორე წრის პირველ ტურში ბაიერნი ჰერტას მხოლოდ მეორედ შეხვდება. პირველად მიუნხენელებმა 2000/01 სეზონში "ბებერ ქალბატონს" ანგარიშით 3:1 მოუგეს.

ორივე გუნდმა 2019 წელი კარგად დაასრულეს. ბაიერნმა 3 გამარჯვება მოიპოვა, საერთო ანგარიშით 11:2, ჰერტას კი ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. აქედან ბერლინელებს 3 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვიათ.

ბაიერნსა და ჰერტას შორის მატჩები, როგორც წესი, უხვგოლიანი გამოდის. ყველაზე შედეგიანი შეხვედრა 1975/76 წწ. სეზონში დაფიქსირდა. მაშინ მიუნხელებმა მეტოქე ანგარიშით 7:4 დაამარცხეს. გერდ მიულერმა პენტა-ტრიკი მიითვალა. ბერლინში ყველაზე დიდი ანგარიში 2003 წლის მაისში დაფიქსირდა. ბაიერნმა ჰერტას 6:3 მოუგო.

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება გერმანიის ჩემპიონმა ბერლინში 2012 წლის მარტში მოიპოვა. მაშინ წითლებმა 6 უპასუხო ბურთი შეაგდეს.

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ბაიერნმა ბერლინში 1974/75 წწ. სეზონში იწვნია. მაშინ მიუნხენელები ჰერტასთან 1:4 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი კარლ-ჰაინც რუმენიგემ მიითვალა.

2016/17 წწ. სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 96-ე წუთზე გაათანაბრა, რაც ბუნდესლიგის ფარგლებში ყველაზე გვიანი გოლი გამოდგა.


18-01-2020