სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"სეზონის მეორე ნახევრის მოლოდინში ვიმყოფებით. ჰერტას წინააღმდეგ მატჩი რთული ამოცანა იქნება. თავს კარგად და კომპაქტურად იცავენ, მეტოქეს ინიციატივას უთმობენ".

"საკადრო სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა. ლევანდოვსკი და გნაბრი საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ. გნაბრიმ თმები შეიჭრა (იცინის)".

"ნებისმიერი გუნდი, რომელიც ბაიერნის წინააღმდეგ თამაშობს შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს. კლინსმანი გუნდს ჯახისთვის მოამზადებს, მან ამის გაკეთება კარგად იცის. მაგრამ ჩვენ საკუთარი თამაშის დემონსტრირება გვსურს".

"სეზონის მეორე ნახევარში კარგი სტარტის აღება მნიშვნელოვანია. დაძაბული ციკლი გველის. დასახული ამოცანების გადასაწყვეტად საკმაოდ მაღალი კლასის გუნდი გვყავს. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს".

"ლიუკა ერნანდეზი საკუთარ აღდგენით პროგრამაში ყველაზე შორს წავიდა. შაბათს ვარჯიშს უკვე მინდორზე ჩაატარებს. მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად საერთო ჯგუფს დაუბრუნებდა. მარტინეზი და კომანი ინდივიდუალური აღდგენითი პროგრამით მუშაობენ. თებერვალში და მარტში, როდესაც სტარტს "ინგლისური" კვირები აიღებენ, მსურს რომ ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვყავდეს".

"სატრანსფერო სიტუაცია ოდნავ შეიცვალა. ლევანდოვსკი და გნაბრი სათამაშოდ მზად არიან. შესაბამისად დამატებითი ვარიანტები მივიღეთ. რაც შეეხება ახალ ტრანსფერებს, მნიშვნელოვანია რომ ეს ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებსაც გუნდისთვის დახმარების გაწევა შეუძლიათ. სკაუტების გუნდს და ხელმძღვანელობას სრულიად ვენდობი".


17-01-2020