სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ნიურნბერგში განადგურდა

პირველ ტაიმზე ფლიქმა ძირითადი შემადგენლობა დააყენა. ორივე გუნდს მომენტები ჰქონდათ. ანგარიში ნიურნბერგმა გახსნა, მაგრამ 13 წუთში დეივისმა გაიტანა, 1:1.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა მინდორზე ახალგაზრდა გუნდის ფეხბურთელები გამოუშვა, რაც ეგრევე ანგარიშზე აისახა. 46-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში 2:1-მდე გაზარდეს.

შემდგომში ნიურნბერგმა ულრაიხს კიდევ 3 ბურთი გაუტანა. 71-ე წუთზე ტილმანმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ კუიზანსის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

85-ე წუთზე ტილმანმა თავისას მიაღწია. ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 5:2.

ფინალურ სასტვენამდე ანგარიში არ შეცვლილა. ბაიერნი ნიურნბერგში განადგურდა.


11-01-2020