სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი შეინარჩუნა

მატჩი ნოიერის კარებში დანიშნული პენალტიდან დაიწყო. ვარდნის დროს ბურთი ხელში ტიაგოს მოხვდა. ფოლანდის დარტყმული პენალტი ნოიერმა მოიგერია, მაგრამ მსაჯმა დარტყმამდე ბოატენგის საჯარიმოში შევარდნა დააფიქსირა. ფოლანდი ვენდელმა შეცვალა და ანგარიში გახსნა, 0:1. ნოიერი უძლური იყო.

გაბრაზებული ბაიერნი წინ გავარდა და უკვე მე-10 წუთზე ანგარიში გაათანაბრა! ტოლისსომ ბურთი მეკარესგან შორეულ ცხრიანში გადააგზავნა, 1:1!

ზუსტად 10 წუთში მეტოქემ საკუთარი კარების სიახლოვეში მეორე შეცდომა დაუშვა და რობენმა "ფარმაცევტები" დასაჯა, 2:1! ჰოლანდიელმა ჰრადეცკის მეორე შეხებით ბურთი თავზე გადაუგდო. ეს გოლი შეიძლება ტურის საუკეთესო ხუთეულში შევიდეს.

პირველი ტაიმი ბაიერნის დიდი უპირატესობით წარიმართა. კარგი შანსი ბოატენგს ჰქონდა, მაგრამ მისი თაური დარტყმა კარებს ასცდა. მიულერის დარტყმული საშუალო დისტანციიდან ჰრადეცკიმ მოიგერია. ყველა ორთაბრძოლა მიუნხენელების წარმატებით სრულდებოდა.

32-ე წუთზე მიულერმა რობენს მშვენიერი გადაცემა შეუსრულა, მაგრამ ჰოლანდიელმა შორეულ კუთხეს ოდნავ ააცილა.

38-ე წუთზე ტოლისომ საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა შეასრულა, მაგრამ ჰრადეცკი ადგილზე აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ტოლისომ მუხლის ტრავმა მიიღო. ფრანგს მინდვრის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად ხამესი გამოვიდა.

მეორე ტაიმი რობენის გარღვევით დაიწყო, მაგრამ ჰოლანდიელმა კარებს ააცილა. ბაიერნი სრულ უპირატესობას ფლობდა. ლევერკუზენის ფეხბურთელები ნოიერის საჯარიმოსთან იშვიათად ჩნდებოდნენ.

59-ე წუთზე კოვაჩმა პასიური გნაბრი გამოცვალა. სერჟის ნაცვლად მარტინეზი გამოვიდა. თითქმის ეგრევე რობენს კარგი შანსი ჰქონდა, ჰრადეცკიმ იყოჩაღა.

64-ე წუთზე რობენის შესანიშნავი გარღვევა ლევანდოვსკიმ გააფუჭა. პოლონელმა ელემენტარულ სიტუაციაში ბურთი ვერ გაიჩერა. განმეორებით დარტყმას მცველები გადაეღობდნენ.

80-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულ ქარიმ ბელარაბის წითელი ბარათი უჩვენეს. მან ტრავმა რაფინიას მიაყენა. ბრაზილიელის ნაცვლად მინდორზე ალაბა გამოვიდა.

მატჩის დასრულებამდე ბაიერნის ფეხბურთელებს კიდევ 1-2 მომენტი ჰქონდათ. 89-ე წუთზე სამსვლიანი შეტევა ხამესის გოლით დასრულდა. ტიაგომ კოლუმბიელზე მშვენიერი ჩაწოდება შეასრულა.

მატჩის კომპენსირებულ დროში თამაშ გარეს გამო ხამესის მეორე გოლი არ ჩათვალეს.

სატურნირო ცხრილში კოვაჩის შეგირდებმა პირველი ადგილი შეინარჩუნეს.


15-09-2018