სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ალფონსო დეივისთან

ოქტომბრის ბოლოდან ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრი გახდი, არც ერთი სათამაშო წუთი არ გამოგიტოვებია. ოღონდ შენ მარცხენა მცველის პოზიციაზე გიყენებდნენ. როგორ გრძნობ თავს ახალ პოზიციაზე?
"მარცხენა ვინგერის პოზიციიდან მარცხენა მცველის პოზიციაზე გადასვლა არც ისე რთული იყო. მაგრამ ამ პოზიციის შესწავლა უფრო კარგად მმართებს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში და ჩემს ყოფილ კლუბში Vancouver Whitecaps-ში მარცხენა მცველის ფუნქციებს უკვე ვასრულებდი, მაგრამ ბუნდესლიგა, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ დონეს წარმოადგენს. ფუნქციები ჩემთვის ცნობილია და ვფიქრობ, რომ გადაწყობას კარგად შევძლებ. მაგრამ ყურადღების და წარმატებების მიმართ წყურვილის შენარჩუნება მმართებს".

დავიდ ალაბა, რომელიც შენამდე მარცხენა მცველის პოზიციაზე სტაბილურად თამაშობდა, და ახლა დაცვის ცენტრში გამოდის. ღებულობ მისგან რამე მინიშნებებს?
"ალაბა - მსოფლიო დონის მარცხენა მცველია. ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით ვთამაშობ. მის რჩევებს სიამოვნებით ვუსმენ. ყველაფრის მიღებას ვცდილობ, რასაც მწვრთნელები და თანაგუნდელები მეუბნებიან. შემდეგ მიღებულ რჩევებს მატჩებში გამოყენებას ვცდილობ".

ბოლო დროს ჰანზი ფლიქი დაცვაში თამაშის გამო გაქებს. ერთი წლის წინ გეგონა, რომ შენი თვისებების გამოყენება ამ პოზიციაზე შეძლებდი?
"დამწყებ ეტაპზე არ მეგონა, რომ ბაიერნში მარცხენა მცველის პოზიციაზე ვითამაშებდი. მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა. ვარჯიშებზე მწვრთნელება შენიშნეს, რომ ამ პოზიციაზე თამაში შემიძლია. შესაბამისად, ჩემი გამოყენება გადაწყვიტეს. პირველ მატჩის წინ ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სწავლა და პროგრესირება უნდა განვაგრძო".

2019 წარმატებული წლის შემდეგ, რას ელოდები 2020 წლისგან?
"ვფიქრობ, რომ გუნდურად უფრო ძლიერები გავხდებით. 2020 წელი არა მხოლოდ კლუბისთვის, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, როგორც მე გახლავართ, შეიძლება კარგი გამოვიდეს. ყველამ ნახა, რომ ცირკცემ საკუთარი შანსი მიიღო და ორ მატჩში ორი ბურთი გაიტანა. ბაიერნში ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკის საშუალებას აძლევენ და ეს გარემოება მე მახარებს".


09-01-2020