სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი სარბენ ბილიკს დაუბრუნდა

რობერტ ლევანდოვსკიმ სარბენ ბილიკზე ვარჯიში დაიწყო. ზამთრის შეკრების დაწყებამდე თავდასხმელს საზარდულზე ოპერაცია ჩაუტარდა. აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სარბენ ბილიკზე მუშაობა მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

რამდენიმე დღის წინ ჰანზი ფლიქმა განაცხადა, რომ 19 იანვრისთვის მწყობრს დაუბრუნდება: "ლევანდოვსკი ნამდვილი პროფესიონალია. რობერტი მზადდებას ჯერ კიდევ აღდგენითი პროგრამის დაწყებამდე შეუდგა. ჯანმრთელობასთან პრობლემებს არ გრძნობს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი".

19 იანვარს ბაიერნი გასვლაზე ჰერტას წინააღმდეგ ითამაშებს.


08-01-2020