სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევერკუზენი - ბაიერნი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

1979 წლის 11 აგვისტოს ბუნდესლიგაში ლევერკუზენმა თავისი პირველი შეხვედრა ზუსტად ბაიერნის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ბაიერნის სასარგებლოდ დასრულდა - 3:1. ბურთები ბერნდ დურნბერგერმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ და ნორბერტ იანზონმა შეაგდეს. დღეს ამ კლუბებს შორის 79-ე დუელი შედგება.

გასული 78 შეხვედრის სტატისტიკა მიუნხენელების სასარგებლოდ არის. ბაიერნმა 46 გამარჯვება მოიპოვა, 16 მატჩი საყაიმო ანგარიშით დასრულდა და 16 მეტოქემ მოიგო. ბურთები, 147: 90. ბოლო წლების განმავლობაში რეკორდმაისტერი საკუთარ კედლებში დაუმარცხებელია: ალიანც არენაზე წაუგებელი სერია 5 მატჩს შეიცავს. საერთო ჯამში უკანასკნელ 39 მატჩში ბაიერნმა მხოლოდ 3 წააგო.

ნიკო კოვაჩს პირადი სტატისტიკა ლევერკუზენის წინააღმდეგ არც ისე კარგი აქვს. 46 წლის მწვრთნელმა "ფარმაცევტების" წინააღმდეგ 5 მატჩიდან 4 წააგო. ხორვატმა სპეციალისტმა ჰაიკო ჰერლიხის წინააღმდეგ ორ გამართულ შეხვედრაში წარმატებას ვერ მიაღწია. ჰერლიხმა თავის მხრივ ბაიერნის წინააღმდეგ ყველა მატჩი წააგო. ბოხუმის მწვრთნელის რანგში ჰაიკო მიუნხენელებთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა, რაც მის სამწვრთნელო კარიერაში ანტირეკორდული წაგება აღმოჩნდა. თასის შარშანდელი გათამაშების ნახევარფინალში ჰერლიხი უკვე ლევერკუზენის მწვრთნელის სტატუსში 2:6 დამარცხდა.

ბაიერნმა მიმდინარე ჩემპიონატში მშვენიერი სტარტი აიღო. გუნდმა ორივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა. ლევერკუზენმა პირიქით ორივე შეხვედრა წააგო. ამას დამატებული, წინა სეზონიდან დაწყებული, გასვლაზე "ფარმაცევტები" ბურთს უკვე ზედიზედ 3 შეხვედრაში ვერ იტანენ.

ამ გუნდებს შორის ყოველთვის უხვგოლიანი მატჩები იმართება. 1989 წლიდან დაწყებული საკუთარ კედლებში მიუნხენელები ლევერკუზენს ბურთს ყოველთვის უტანდნენ. რობერტ ლევანდოვსკის "ფარმაცევტებთან" შეხვედრებში საკუთარი სტატისტიკის გაუმჯობესება მმართებს. პოლონელმა ფორვარდმა მეტოქეს 5 მატჩში მხოლოდ 1 ბურთი გაუტანა. ზანდრო ვაგნერისთვის პირიქით - ლევერკუზენი საყვარელი მეტოქეა. გერმანელმა "ფარმაცევტებს" 10 შეხვედრაში 4 ბურთი გაუტანა.


15-09-2018