სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ოლივერ კანის პრესკონფერენცია

"ბაიერნის რიგებში 14 წლის განმავლობაში გამოვდიოდი. მშვენიერი და ემოციებით სავსე პერიოდი იყო. ამ ყველაფრის შემდეგ კლუბის ისე უბრალოდ დატოვება და დავიწყება წარმოუდგენელია. იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლუბის დეენემი იგივე დარჩა. ამ კლუბის მშვენიერი ტრადიციების გაგრძელება განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. შემოთავაზების მიღების შემდეგ დასაფიქრებლად ბევრი დრო არ დამჭირვებია".

"უკანასკნელად აქ 2008 წლის ვიყავი, მაშინ სულ სხვა გარემოებები იყო. ჩემთვის ეს სამსახური გულის ძახილია. უკანასკნელი დღეები ძალიან ემოციური გამოდგა".

"2008 წელს სწავლა უნივერსიტეტში დავიწყე. განვითარება მსურდა, მეწარმეობა ყოველთვის მაინტერესებდა. ამ საკითხში გასული წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დავაგროვე. პრაქტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ZDF-ის საფეხბურთო ექსპერტის ფუნქციებს ვასრულებდი. ბაიერნის უამრავ შეხვედრას დავესწარი. ამ ბაზიდან გამომდინარე ახალ სამსახურს საკუთარ ძალებში დიდი რწმენით ვხდები".

"ნუბელის დონე ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილია. ესეთი მეკარის გადაბირება სტრატეგიულად კარგი გადაწყვეტილებაა. მან უკვე განაცხადა, რომ დამწყებ ეტაპზე ბევრ რამის სწავლას ეცდება. ნოიერის დონეზე საუბარი ზედმეტია. ამ დროისთვის ეს თემა არ გვაწუხებს".

"უკანასკნელი წლებიდან გამომდინარე ბაიერნის წინაშე მხოლოდ ერთი მიზანი დგას - ყველა მიმართულებაზე პირველობის მოპოვება! პირველ რიგში გულშემატკივრებისთვის მშვენიერი ფეხბურთის დემონსტრირება გვსურს. ამისთვის ეკონომიური წინაპირობები უნდა იყოს შექმნილი. ჩემი და ჩვენი მიზანია - მსოფლიო დონის ფეხბურთის დემონსტრირება და ყველა მიმართულებაზე პირველობის მოპოვება იქნება".

"პროფესიონალური და ადამიანური მიდგომის შერწყმა უნდა მოხდეს. მნიშველოვანია, რომ კლუბი ერთი ოჯახივით იყოს. ფეხბურთელებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ბაიერნს სხვა კლუბებისგან განასხვავებს. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რომ მასზე იზრუნებენ. მომდევნო წლებში ეს მომენტი უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დახმარების გასაწევად ყოველთვის მზად ვიქნები".

"გუნდი გადამწყვეტ როლს თამაშობს. დოჰაში გავემგზავრები, სადაც კოლექტივში არსებულ სიტუაციაზე პირად შთაბეჭდილებებს დავაგროვებ".


07-01-2020