სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის პრესკონფერენცია

"ნუბელი გუნდს 1 ივლისს შეუერთდება. მე ბაიერნთან 30 ივნისამდე ვიმუშავებ. მეკარეების საკითხზე ხელმძღვანელობამ უნდა იმსჯელოს. ვთვლი, რომ ამ მომენტისთვის მანუელ ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მე ასევე სვენ ულრაიჰით ვარ კმაყოფილი, რომელიც ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ყველასთვის სამაგალითო მოთამაშეა".

"ლაიპციგმა პირველ ადგილზე ყოფნა დაიმსახურა. ბუნდესლიგაში საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობს. შობის დღესასწაულის დაწყებამდე დავამტკიცეთ, რომ საკადრო დეფიციტის მიუხედავად უმაღლესი დონის თამაშის დემონსტრირება შეგვიძლია. ფრაიბურგთან და ვოლფსბურგთან ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვებები ჩვენთვის ჯილდოს ტოლფასი იყო".

"ალფონსო დეივისის სახით მარცხენა ფლანგზე მშვენიერი შემსრულებელი გვყავს. ალაბა დაცვის ცენტრში კარგად გამოიყურება. მას უამრავი სათამაშო შესაძლებლობები გააჩნია. ლიდერის ფუნქციის შესრულება შეუძლია. ალაბა დაცვის შეფის კრიტერიუმებს ფლობს".


06-01-2020