სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა შეკრება დაიწყო

შაბათს საღამოს გუნდი დოჰაში ჩაფრინდა, სადაც შობის დღესასწაულის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა.

"სავარჯიშო შეკრების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონის მეორე ნახევარს საუკეთესო კონდიციებში შევხდეთ. პირველი მატჩიდან დაწყებული მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს. Aspire Academy for Sports Excellence-ის კომპლექსში ბაიერნს მოსამზადებლად მშვენიერი პირობები ექნება", განაცხადა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შემდეგ მიუნხენელები მესამე ადგილზე იმყოფებიან. ლაიპციგს რეკორდმაისტერი 4 ქულით ჩამორჩება. სეზონის მეორე ნახევარს ბაიერნი 19 იანვარს ჰერტასთან გასვლითი მატჩით დაიწყებს.


05-01-2020