სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გლასნერი: ბაიერნს თამაში ძალიან გავურთულეთ

"ჰანზი ფლიქს და მთლიანობაში ბაიერნს გამარჯვებას ვულოცავ. რა თქმა უნდა, მატჩის მიწურულს ორი გაშვებული ბურთით დამწუხრებულები დავრჩით. ვთვლი, რომ ბაიერნს თამაში ძალიან და ძალიან გავურთულეთ. მატჩის უმეტესი ნაწილის განმავლობაში თავს კარგად ვიცავდით და წინა ხაზში სახიფათო მომენტებს ვქმნიდით. ბურთის გასატანად 3-4 შესაძლებლობა გვქონდა. სამწუხაროდ, ეს შანსები ვერ გამოვიყენეთ. შეხვედრის ბოლოს დაღლა დაგვეტყო, მეტოქემ კი ზეწოლა გააძლიერა. ბაიერნმა ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები გამოიყენა და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა. რეალობა სამწუხაროა, მაგრამ ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი დავრჩი. ამ მატჩისგან ბევრ პოზიტიურ დასკვნას გამოვიტანთ", თქვა "მგლების" თავკაცმა ოლივერ გლასნერმა.


22-12-2019