სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ცირკცემ ბაიერნი ისევ გადაარჩინა

პირველ წუთებზე მეტოქე ოფსაიდებს კარგად იყენებდა. ბაიერნელები თამაშ გარე სიტუაციაში ხშირად ხვდებოდნენ.

12' კასტელსმა პერიშიჩის თავური დარტყმა მოიგერია. ხორვატზე ჩაწოდება მიულერმა შეასრულა.

15' ბაიერნი ნოიერმა გადაარჩინა. კაპიტანმა მეტოქეს ახლო დუელი მოუგო!

23' კასტელსმა ალაბას საჯარიმო დარტყმა მოიგერია.

26' საშუალო დისტანციიდან მიულერმა გაისროლა, ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

27' ბაიერნის მრავალსვლიანი შეტევა კოუტინიოს დარტყმით დასრულდა. მეკარემ ბურთი დაიჭირა.

29' გნაბრის სახიფათო დარტყმა ისევ კასტელსმა მოიგერია. კუთხურმა ბაიერნს დივიდენტები არ მოუტანა.

39' 20 მეტრიდან კიმიხმა დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

41' ხელსაყრელი პოზიციიდან კოუტინიომ ააცილა. დასარტყმელ პოზიციაზე ბრაზილიელი ლევანდოვსკიმ გაიყვანა.

42' ბაიერნი აშკარა გოლს გადაურჩა. არნოლდმა რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

44' ლევანდოვსკის თავური დარტყმა კასტელსმა გაანეიტრალა.

ტაიმის მიწურულს ბარძაყის ტრავმა მარტინეზმა მიიღო. მის ნაცვლად ბოატენგი გამოიყვანეს.

მეორე ტაიმის დებიუტში ვოლფსბურგს კიდევ ერთი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ დასკვნით სტადიაზე მეტოქემ მომენტი ვერ დააგვირგვინა.

53' კოუტინიომ ბურთი ცხრიანისკენ გაუშვა, მაგრამ კასტელსმა დარტყმის მოგერიება კუთხურზე მოახერხა.

59' მიუნხენელებმა სწრაფი მრავალსვლიანი შეტევა განახორციელეს, რომლის დაბოლოება მიულერს შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში თომასს ბურთი თავიდან მცველმა მოხსნა და კუთხურზე მოიგერია.

72' გერჰარდტის დარტყმა რიკოშეტით კუთხურზე გადავიდა.

81' ბაიერნი გაშვებულ გოლს კიდევ ერთხელ გადაურჩა. ბურთი რიკოშეტით ისევ კუთხურზე გადავარდა.

83' მინდორზე წინა მატჩის გმირი ცირკცე გამოდის. ჰოლანდიელმა კოუტინიო გამოცვალა.

85' ცირკცემ ისევ პირველივე შეხებით ანგარიში გახსნა, 1:0!

89' სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გნაბრიმ მეორე ბურთი შეაგდო, 2:0!

ზამთრის არდადეგებზე ბაიერნი გამარჯვებით გავიდა. ბუნდესლიგა ერთი თვით დაგვემშვიდობა.


21-12-2019