სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ჩემს განკარგულებაში 11 ჯანმრთელი ფეხბურთელია. განაცხადში ახალგაზრდული გუნდის 5 მოთამაშე შევა. ფრაიბურგში დავიდ ალაბამ ფეხზე მტკივნეული დარტყმა მიიღო. პარასკევს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, შაბათს სათამაშოდ მზად იქნება. ტიაგოს ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია".

"ფრაიბურგთან მატჩის პირველი 30 წუთის განმავლობაში მეტოქეზე ზეწოლას ვახდენდით. ანგარიში შეიძლებოდა 2:0 ან 3:0 ყოფილიყო. მაგრამ გატანილი ბურთის შემდეგ ტემპი დავაგდეთ. გუნდთან ერთად პრობლება განვიხილეთ, შაბათს უკეთ თამაში გვმართებს".

"პირველი წრის დასრულება გამარჯვებით გვსურს. გულშემატკივრებისთვის ლამაზი თამაშის დემონსტრირებას ვეცდებით. მოტივაციის ნაკლებობას არ ვგრძნობთ".

"შაბათს მატჩის დასრულების შემდეგ ლევანდოვსკის საზარდულზე ოპერაცია ჩაუტარდება. დროის დაკარგვა არ გვსურს. ყველაფერი დანარჩენი აღდგენით პროცესზე იქნება დამოკიდებული".

"ვოლფსბურგი მაღალი დონის გუნდია, რომლის შემადგენლობაში ძლიერი ფეხბურთელები გამოდიან".


20-12-2019