სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ცირკცემ პირველივე შეხებით შეაგდო

ფრაიბურგში უკანასკნელ წუთებზე ფლიქმა მინდორზე იოზუა ცირკცე გამოიყვანა. 104 წამის გასვლის შემდეგ 18 წლის ჰოლანდიელმა პირველივე შეხებით ბურთი კარებში გადააგზავნა და ბაიერნს გამარჯვება მოუტანა.

მიმდინარე სეზონში ცირკცე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. ბაიერნის ისტორიაში როკე სანტა კრუზის (18 წელი და 12 დღე) და ალფონსო დეივისის (18 წელი და 135 დღე) შემდეგ ჰოლანდიელი მესამე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. ბუნდესლიგის ისტორიაში ცირკცე ყველაზე ახალგაზრდა ჰოლანდიელი გახდა, რომელმაც გოლი მიითვალა.

"პირველ გუნდთან იოზუა რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშობს. ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი პროგრესი აშკარაა. გასულ მატჩში საკუთარი თავი და გუნდი დააჯილდოვა", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


19-12-2019