სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ცირკცემ გამარჯვების გოლი გაიტანა!

შეხვედრა ბაიერნმა ენერგიულად დაიწყო. მეორე წუთზე ალაბამ კოუტინიო ერთი-ერთზე გაიყვანა, ბრაზილიელმა ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ მცველმა ფრაიბურგი გადაარჩინა. ბურთი კუთხურზე მოიშორა.

14' დეივისმა საკუთარ ფლანგზე ხანგრძლივი რეიდი განახორციელა და მშვენიერი გადაცემა ლევანდოვსკიზე შეასრულა. პოლონელმა ახლო მანძილიდან ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:1!

21' ლევანდოვსკის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

30' ბაიერნს გაშვებული გოლისგან ნოიერმა გადაარჩინა. კაპიტანმა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

39' საშუალო დისტანციიდან კოუტინიომ გაისროლა, ბურთი ცხრიანს ოდნავ ასცდა.

ტაიმის მიწურულს გნაბრიმ პერიშიჩი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ხორვატი ბურთს ვერ დაეწია.

მეორე ნახევარი გნაბრის დარტყმით დაიწყო, მაგრამ ვინგერმა კარებს ააცილა.

52' საშუალო დისტანციიდან მიულერმა დაარყა, ისევ არაზუსტად.

59' ფრაიბურგელმა გრიფომ ანგარიში გაათანაბრა, 1:1...

თითქმის ეგრევე პეტერზენს მეორე ბურთის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ ააცილა.

65' გნაბრის გადაცემის შემდეგ პერიშიჩმა დაარტყა, მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

78' მსაჯმა ოფსაიდის გამო გნაბრის გოლი არ ჩათვალა.

85' კიმიხმა ფლანგზე იბრძოლა, ბურთს დაეუფლა, ლევანდოვსკიზე გადაცემა შეასრულა, მაგრამ პოლონელმა თავური დარყმით კარებს ააცილა.

კომპენსირებულ დროში ცირკცემ ბაიერნი წინ გაიყვანა, 1:2!!!

მაგრამ მატჩს წერტილი გნაბრიმ დაუსვა, რომელმაც ფრაიბურგს მესამე ბურთი გაუტანა, 1:3!!!


19-12-2019