სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის ფრაიბურგთან მშვენიერი სტატისტიკა აქვს

მიმდინარე ჩემპიონატის 15 შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ 18 ბურთი შეაგდო. ფრაიბურგის წინააღმდეგ 14 მატჩში პოლონელმა 14 გოლი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო შეხვედრას ნიკლას ზულე, მიკაელ კუიზანსი, ლეონ გორეცკა, კინგზლი კომანი, ფიტე არპი და ლიუკა ერნანდეზი გამოტოვებენ. კოკო ტოლისოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს ხავი მარტინეზი დაუბრუნდა.

საღამოს ფრთხილი თამაში ჯერომ ბოატენგს, იოზუა კიმიხს და ტიაგოს მმართებთ, რადგანაც მომდევნო ყვითელი ბარათი ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოიწვევს.

"გასვლაზე ფრაიბურგში გამარჯვების მოპოვება არც ისე მარტივი საქმეა. მაგრამ არა მხოლოდ მოგება გვსურს, არამედ სრული მატჩის განმავლობაში უპირატესობის და დომინირების მოპოვებას ვეცდებით", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.


18-12-2019