სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ლევერკუზენისთვის სრული კონცენტრაციით ემზადება

"სამ დღეში ერთხელ თამაში სიამოვნებას გვანიჭებს. მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდით. ფეხბურთელები კონცენტრაციას ავტომატურად ინარჩუნებენ. გასული მატჩებიდან სწრაფი დასკვნების გამოტანა გვმართებს. ამასთან პარალელურად შემდგომ შეხვედრებისთვის მომზადება უნდა შევძლოთ. კომანის გარდა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. მომდევნო კვირების განმავლობაში დიდი დატვირთვები გველოდება. ყველა მატჩზე უკვე ვფიქრობთ, მაგრამ შაბათის შეხვედრა რიტმში შესასვლელად ძალიან მნიშვნელოვანია. ლევერკუზენი კარგად შევისწავლეთ. მეტოქის ახლანდელი სატურნირო მდგომარეობა შეხვედრაზე ნაკლებად აისახება. რთული ბრძოლის მოლოდინში ვართ", თქვა რობერტ კოვაჩმა.


14-09-2018