სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოუტინიომ შოუ დადგა

პირველი სახიფათო მომენტი ბაიერნმა მეხუთე წუთზე შექმნა. გნაბრის თაური დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა. შემდეგ ლევანდოვსკიმ და დეივისმა დაარტყეს, მაგრამ პავლენკამ ორივე მომენტში კარგად ითამაშა. რეკორდმაისტერი ზეწოლას ზრდიდა, მაგრამ მეტოქის მეკარე თავდადებით თამაშობდა. მან ახლო მანძილიდან ლევანდოვსკის თავური დარტყმა გმირულად მოიგერია.

უპირატესობა ბაიერნს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში ვერდერმა გახსნა. გოლი რაშიცამ მიითვალა, 0:1...

39' პავლენკამ ჯერ ლევანდოვსკის და შემდეგ კოუტინიოს დარტყმები მოიგერია.

ტაიმის ბოლო წუთზე გნაბრიმ კოუტინიოზე მშვენიერი გადაცემა შეასრულა, ბრაზილიელმა ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:1.

პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ "მუსიკოსების" კარები მაინც დალაშქრა, 2:1!

შესვენებაზე ფლიქმა თამაშიდან ბოატენგი მოხსნა, რომელიც რაშიცასთან სიჩქარეში აგებდა. ჯერომის ნახვლად პერიშიჩი გამოვიდა, რამაც გუნდის ტაქტიკურ განლაგებაში ცვლილები მოახდინა. კიმიხი მარჯვენა ფლანგზე გადავიდა. ცენტრში ალაბასთან პავარი დადგა და ნახევარდაცვის ცენტრში ტიაგოს, გორეცკას და კოუტინიოს სახით სამკუთხედი მივიღეთ.

რეკორდმაისტერმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო. მომენტი კოუტინიოს ჰქონდა, მაგრამ ბურთის გზაზე ისევ პავლენკა აღმოჩნდა.

62' ალაბამ და კოუტინიომ პატარა შედევრი მოაწყეს. მცველმა შემტევზე მშვენიერი გადაცემა შეასრულა, ბრაზილიელმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, 3:1!

72' მიულერმა მორიგი ასისტი, ლევანდოვსკიმ კი დუბლი მიითვალეს, 4:1!

მიულერი მინდორზე 70-ე წუთზე შემოვიდა და 5 წუთში საგოლე გადაცემა შეასრულა და ბურთი გაიტანა - 5:1! კოუტინიოს კი 2 გოლი და 2 გადაცემა დაუგროვდა!

78-ე წუთზე კოუტინიომ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 6:1!

ბაიერნმა მეორე ტაიმი მშვენივრად ჩაატარა და დამსახურებლად გაიმარჯვა!


14-12-2019