სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს ბაიერნი ვერდერს 107-ედ შეხვდება. ბუნდესლიგის ისტორიაში უფრო მეტჯერ რეკორდმაისტერი მხოლოდ ჰამბურგს დაუპირისპირდა. სტატისტიკა ტრადიციულად მიუნხენელების სასარგებლოდ არის. ბაიერნმა ბრემენელ მუსიკოსებს უკანასკნელი 20 ოფიციალური მატჩი მოუგო.

გერმანიის ჩემპიონატებში თომას მიულერმა ვერდერის წინააღმდეგ 19 შეხვედრა ჩაატარა. 30 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა 22 საგოლე შეტევაში მიიღო (9 გოლი და 13 ასისტი). მიულერს ბრემენელებთან ჯერ არ წაუგია (17 მოგება და 2 ფრე). მიმდინარე ტურნირში მას 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს.


14-12-2019