სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა რეკორდები დაამყარა

ორივე მწვრთნელმა ექსპერიმენტალური შემადგენლობები დააყენეს. ფლიქმა სკამზე ლევანდოვსკი და მიულერი დატოვა, მოურინიომ სასტარტოში ქეინი და სონი არ დააყენა.

პირველი რეალური მომენტი ბაიერნს მე-12 წუთზე ჰქონდა. ახლო მანძილიდან პავარმა დაარტყა, მაგრამ მეკარემ ლონდონელები გადაარჩინა.

ორ წუთში მეტოქის მეკარეც უძლური აღმოჩნდა. ტიაგოს გადაცემის შემდეგ კომანმა შორეული კუთხე დალაშქრა, 1:0!

ცოტა ხანში სამწუხაროდ, სესენიონმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1....

24-ე წუთზე კომანმა არა სათამაშო ეპიზოდში ტრავმა მიიღო... ფრანგს მინდვრის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად მიულერი შემოვიდა.

38-ე წუთზე გნაბრიმ ბურთი ძელს გაარტყა, ტიაგომ დამატებაზე ვერ ივარგა.

ტაიმის მიწურულს მიულერმა ბაიერნი წინ გაიყვანა, 2:1. თითქმის ეგრევე საშუალო დისტანციიდან კოუტინიომ გაისროლა, მაგრამ მეკარემ ბურთი ხარიხაში მოიგერია.

მეორე ნახევარი ნელ ტემპში დაიწყო, მაგრამ ტაიმის შუაში ლამაზი დარტყმა კოუტინიოს გამოუვიდა, რის შემდეგაც სხვაობა ანგარიშში 3:1-მდე გაიზარდა.

76' ნოიერმა ერიქსენის დარტყმის შემდეგ ბაიერნი გოლისგან გადაარჩინა.

85' ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი იოზუა ცირკცემ იზეიმა.

მატჩის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა. მიუნხენელებმა ორი რეკორდი დაამყარეს: ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩი მოიგეს (სხვა გერმანულ კლუბებს ამ მაჩვენებლისთვის ჯერ არ მიუღწევიათ) და ყველაზე მეტი ბურთი გაიტანეს - 24!

ორშაბათს დღისით რეკორდმაისტერი პლეიოფის მეტოქის ვინაობას გაიგებს.


12-12-2019