სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები.

"ამ წუთისთვის ლიდერები ვართ და ამ პოზიციის შენარჩუნება გვსურს. შაბათს როტაციის გამოყენების საჭიროებას ვერ ვხედავ. მინდორზე საუკეთესოები გამოვლენ".

"კიმიხთან პოზიციის შესახებ საუბარი მქონდა. ავუხსენი, რომ ნახევარდაცვის ცენტრში ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვყავს. იოზუამ ყველაფერი კარგად გაიგო. დაცვის მარჯვენა ფლანგზე კარგ თამაშს აჩვენებს. მას მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამოვიყენებ".

"წინა წელს ლევერკუზენმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ უარესი ბურთების შეფარდებით ვერ მოხვდა. ახლა მიუნხენში 0 ქულით ჩამოდიან, მაგრამ იღბლის შემთხვევაში 6 ქულა ექნებოდათ. ჰაიკო ჰერლიხის მიმართ კრიტიკით დამწუხრებული ვარ. 2 ტურის შემდეგ მისი პროფესიონალური დონე ეჭვის ქვეშ არ უნდა დააყენონ".

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ხამესს ტრავმა აწუხებდა. ახლა მწყობრს დაუბრუნდა. გამიხარდა, რომ ნაკრების ბანაკში არ გაემგზავრა და მიუნხენში დარჩენა ირჩია. ეს მისი გუნდისადმი პატივისცემაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ახლო მომავალში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს".

"რენატო სანჩესმა პროგრესი განიცადა. გუნდში ინტეგრაცია შეძლო. ოთხშაბათს მის ყოფილ გუნდს ბენფიკას ვეთამაშებით. რა თქმა უნდა, პორტუგალიაში მხოლოდ გიდის როლს არ შეასრულებს".


14-09-2018