სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ლიდერთან დამარცხდა

პირველ ტაიმში ბაიერნმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. ორი კარგი შანსი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ კარებს ვერ გაარტყა. ასევე ორი მომენტი მიულერს ჰქონდა, მაგრამ ბურთი ვერა და ვერ გავიდა.

27-ე წუთზე ზომერმა ბურთი კიმიხის დარტყმის შემდეგ ხაზზე გააქვავა. ტაიმი ბაიერნის დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ბურთი კარებში არ შედიოდა.

ტაიმის მიწურულს გორეცკას თაური დარტყმა კარებს ასცდა.

მეორე ნახევარი პერიშიჩის გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე ზომერმა ხორვატის დარტყმის შემდეგ ბურთი ხელებში ვერ შეიკავა, 0:1!

10 წუთში გლადბახმა კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, 1:1...

75-ე წუთზე პერიშიჩის სახიფათო გამჭოლმა გადაცემამ ადრესატი ვერ მონახა.

ხუთ წუთში გლადბახს მეორე ბურთის გატანა შეეძლო. საბედნიეროდ, ემბოლო გადაცემას ვერ მიუსწრო.

ბოლო წუთზე მარტინეზმა მეტოქე საჯარიმოში წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა და გლადბახმა მეორე ბურთი გაიტანა, 2:1...




07-12-2019