სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ 103-ე შეხვედრას გამართავენ. წარმატების შემთხვევაში ბაიერნი მცირე იუბილეს იზეიმებს - 50-ე გამარჯვებას. გლადბახის სასარგებლოდ 24 მატჩი დასრულდა. ბურთები, 195:128. უკანასკნელი შეხვედრა მარტში შედგა, მიუნხენელებმა გლადბახი ანგარიშით 5:1 გაანადგურეს. დუბლი ლევანდოვსკიმ მიითვალა, თითო ბურთი გნაბრიმ, მარტინეზმა და მიულერმა შეაგდეს.

13 ტურის შემდეგ გლადბახი პირველ ადგილზეა. რეკორდმაისტერი მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩება და მეოთხე საფეხურზე იმყოფება. გლადბახმა უკანასკნელი საშინაო 5 მატჩი მოიგო.

ბაიერნს ტრავმების გამო ნიკლას ზულე, ლიუკა ერნანდეზი და ფიტე არპი ვერ დაეხმარებიან.


07-12-2019