სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ამონარიდები კომანის ინტერვიუდან

მოგწონთ თუ არა თქვენი ზედმეტსახელი "Rakete"?
"დიახ, ძალიან მომწონს. პსჟ-ში ჩემმა მეგობარმა მაიქ მენიანმა "das Mofa" ("მოტოველოსიპედი") შემარქვა. მაგრამ "Rakete" უფრო მომწონს, რადგანაც რაკეტა ველოსიპედზე უფრო სწრაფია".

რიბერი თქვენთვის ძმასავით იყო. მან ბაიერნში 12 წელი გაატარა, მთელი ეპოქა შექმნა. გსურთ თქვენც იგივე ისტორიის დაწერა?
"ბაიერნში მეხუთე სეზონია ვთამაშობ. ეს რიბერის მონაკვეთის თითქმის ნახევარია. მხოლოდ 23 წლის გახლავართ. უმაღლეს დონეზე კიდევ 10 სეზონის ჩატარება შემიძლია. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ბაიერნში რიბერის მაჩვენებელი გავიმეორო. დარწმუნებული ვარ, რომ მიუნხენურ გუნდში კიდევ უამრავი წლების განმავლობაში ვითამაშებ. კლუბი ოჯახს წააგავს. კონტრაქტის გაფორმებამდე ული ჰიონესმა სახლში დამპატიჟა".

მიმდინარე სეზონში შენ და სერჟ გნაბრი რიბერის და რობენის ჩრდილიდან უნდა გამოსულიყავით. შეძელით ამის გაკეთება თუ არა?
"ბოლო ტრავმის შემდეგ მონაწილეობა უამრავ მატჩში მივიღე. კლუბისგან ნდობას ვგრძნობ. თავს გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად ვთვლი. მომავალში მსურს უფრო აქტიური ვიყო. ეს ასევე მინვდრის გარეშე ცხოვრებასაც ეხება. ძალიან ბევრს ვშრომობ. ფრანკმა და არიენმა ბაიერნში 10 წელიწადზე მეტი ჩაატარეს. აქ მშვენიერი კარიერა ჰქონდათ. იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთებასაც მეც შევძლებ".


03-12-2019