სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ორი სიტყვა შემადგენლობაში კონკურენციის შესახებ

გუნდის ძირითადი შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენცია შეინიშნება.

მეკარეების საკითხში ყველაფერი ცხადია. ნოიერი პირველი ნომერია! კაპიტანის შემდეგ ულრაიჰი მოდის.

დაცვის ცენტრში ორი ადგილისთვის ბოატენგი, ჰუმელსი და ზულე იბრძოლებენ.

საყრდენის პოზიციაზე ესპანური დუელი გველის: მარტინეზი ტიაგოს წინააღმდეგ. ხავის დაცვითი უნარები უფრო განვითარებული აქვს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს. სანჩესს ძალიან მცირე შანსები აქვს.

ვინგერების პოზიციისთვის 3 ფეხბურთელი იბრძოლებს: რობენი, რიბერი და გნაბრი. ტრავმის მოშუშების შემდეგ მათ კომანიც დაემატებათ.

ტოლისო კონკურენციას ახალწვეულ გორეცკას გაუწევს. შტუტგარტთან მატჩი ლეონმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

ხამესი მიულერის წინააღმდეგ! კოლუმბიელი უმაღლეს კლასს ფლობს, მაგრამ მიმდინარე ჩემპიონატში თომასმა მშვენიერი სტარტი აიღო.

ფორვარდის პოზიციაზე ლევანდოვსკი უკონკურენტოა. ვაგნერი მხოლოდ შეცვლებზე გამოსვლით შემოიფარგლება.

"ინგლისური" კვირების განმავლობაში სამწვრთნელო შტაბი როტაციას მიმართავს. ყველა მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკის საშუალება მიეცემა.


14-09-2018