სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის საოცრება ბელგრადში

გასულ შეხვედრაში ლევანდოვსკიმ პოკერი მიითვალა. ამისთვის თავდასხმელს 14 წუთი და 32 წამი დასჭირდა, რაც ჩემპიონთა ლიგისთვის აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მას უკვე 10 გოლი დაუგროვდა. ტურნირის ისტორიაში ხუთი ტურის შემდეგ ამდენი ბურთი ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის მაისურში მას უკვე 46 გოლი დაუგროვდა. ტურნირის ფარგლებში პოლონელი ყველაზე შედეგიანი ბაიერნელი გახდა.

ბაიერნის ისტორიაში ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკიმ (218) რუმენიგეს (217) გადაუსწრო. წინ მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერია (517).

"ლევანდოვსკი ძალიან პროფესიონალურად შრომობს. ყოველთვის დამატებით ვარჯიშობს. ახლა ძალიან მაღალ დონეზე იმყოფება და უბრალოდ ბურთები გააქვს", შეაქო ფლიქმა თავდასხმელი.


27-11-2019