სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის ბენეფისი ბელგრადში

პირველივე წუთებიდან ბაიერნი ბურთს დაეუფლა. მშვენიერი მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა კარებს ააცილა. რაც ვერ გამოუვიდა ლევანდოვსკის, მე-14 წუთზე მშვენივრად შეასრულა გორეცკამ. ლეონმა ულამაზესი თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:1!

40-ე წუთზე მსაჯმა ლევანდოვსკის გოლი არ ჩათვალა, რადგანაც მანამდე ტოლისოზე ხელით თამაში დაფიქსირდა.

შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა, 0:1.

52-ე წუთზე მსაჯმა ცრვენა ზვეზდა კარებში პენალტი დანიშნა, რადგანაც ბურთი მცველს ხელში მოხვდა. ლევანდოვსკიმ დარტყმა ცივსისხლიანად შეასრულა, 0:2!

60-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა 0:3! შედეგიანი გადაცემა პოლონელზე ტოლისომ შეასრულა.

3 წუთში ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 0:4! ფლანგიდან მშვენიერი გადაცემა მას პავარმა გაუკეთა.

მატჩი ლევანდოვსკის ბენეფისად იქცა! პოლონელმა პოკერი მიითვალა, 0:5!

84-ე წუთზე ტოლისოს დარტყმა მეკარემ ხარიხაში მოიგერია.

მატჩის მიწურულს ფრანგმა თავისი ბურთი მაინც შეაგდო, 0:6! ტოლისოზე იდეალური გადაცემა პერიშიჩმა შეასრულა.

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი მოიგო!


27-11-2019