სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სალიჰამიჯიჩი: მშვენივრად ვართ მომზადებულები

"სრული კონცენტრაცია მატჩზე გვაქვს გადატანილი. აუცილებლად გამარჯვების მოპოვება გვსურს. მშვენივრად ვართ მომზადებულები. კარგი თამაშის დემონსტრირება გვსურს, რომელსაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვახერხებთ", განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა. 2012/13 წწ. სეზონიდან, რომელშიც რეკორდმაისტერმა ტრიპლეტი მოიპოვა, ბაიერნმა ჯგუფური ეტაპის 36 შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და 111 ქულა დააგროვა. ამ პერიოდის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენელები უკვე 14 მატჩის განმავლობაში არ მარცხდებიან - 12 გამარჯვება და 2 ფრე.

საღამოს მატჩს ტრავმების გამო ნიკლას ზულე, ლიუკა ერნანდეზი, ფიტე არპი, დავიდ ალაბა და მიკაელ კუიზანსი გამოტოვებენ. მინდორზე შეიძლება ჯერომ ბოატენგი ვიხილოთ, რომელსაც გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი.


26-11-2019