სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"სანაკრებო პაუზის დროს ჯერომ ბოატენგმა ძალიან კარგად ივარჯიშა. სამშაბათს საღამოს მას თამაში შეუძლია. მაგრამ სასტარტო შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია".

"ტიაგომ მაჯის ტრავმა მიიღო, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს და სათამაშოდ მზად არის. უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მისი გამოსვლებით კლუბში ყველა ბედნიერია".

"სამშაბათის მატჩის შემადგენლობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. რამოდენიმე ფეხბურთელი შესვენებას საჭიროებს, რამდენიმეს პირიქით რითმში შესვლა სჭირდებათ. შესაბამისად, შემადგენლობაზე ფიქრი გვმართებს. ერთის თქმა შემიძლია, რომ მომდევნო მატჩში პირველი ადგილის გაფორმება გვსურს", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


25-11-2019