სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ბაიერნმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო და 11-ე წუთზე პავარმა კიმიხის გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა, 0:1! 7 წუთში ლამაზი ორსვლიანი კომბინაცია მიულერმა და ლევანდოვსკიმ გაითამაშეს, მაგრამ პოლონელის დარტყმა შორეულ კუთხეს ცოტათი ასცდა. შემდეგ კარგი მომენტი კოუტინიოს ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელმა ააცილა.

27-ე წუთზე ფორტუნას მეკარემ ტოლისოს საჩუქარი გაუკეთა, რომელიც ფრანგმა გამოიყენა, 0:2!

სამ წუთში ლევანდოვსკის გადაცემის შემდეგ გნაბრიმ ბურთი ძელს გაარტყა.

35-ე წუთზე გნაბრიმ ანგარიში 3:0-მდე გაზარდა. შედეგიანი გადაცემა მიულერმა მიითვალა!

შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ფლიქის შეგირდებმა ძალიან ძლიერი ტაიმი ჩაატარეს.

მეორე ტაიმში ბაიერნმა სიჩქარეები დააგდო. მიუხედავად ამისა, 65-ე წუთზე ლევანდოვსკის სახიფათო თაური დარტყმა მეკარემ მოიგერია.

ლევანდოვსკიმ თვითონ ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე გადაცემა კოუტინიოზე შეასრულა, რომელმაც ბურთი ახლო მანძილიდან კარებში გადააგზავნა.

ფორტუნას მიერ გატანილი ბურთი მსაჯმა ოფსაიდის გამო არ ჩათვალა. ამ ეპიზოდში ალაბამ და ნოიერმა ბურთი მეტოქეს ფეხბურთელს ჩააბარეს.

რეკორდმაისტერმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა. ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდის გამეორება სამწუხაროდ ვერ მოახერხა.


23-11-2019