სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფუნკელი: მეკარემ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს

"კომპაქტური თამაშის დემონსტრირება გვმართებს. მეტოქეს თავისუფალი სივრცეების გამოყენების საშუალება არ უნდა მივცეთ. ვიმედოვნებ, რომ ყოველივე შანსს გოლად არ აქცევენ. მეკარემ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს. ბევრი სირბილი გვმართებს. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ", აღნიშნა ფორტუნას მწვრთნელმა ფრიდჰელმ ფუნკელმა.

11 ტურის შემდეგ დიუსელდორფმა 11 ქულა დააგროვა. აქედან 7 ქულა საკუთარ მოედანზე მოიპოვა. სატურნირო ცხრილში გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფება. უკანასკნელ ორ საშინაო მატჩში ფორტუნამ მშრალი გამარჯვებები მოიპოვა. მაგრამ ბაიერნის წინააღმდეგ დიუსელდორფი წარუმატებლად თამაშობს. უკანასკნელ 10 შეხვედრაში ფორტუნამ მხოლოდ 2 ფრე მოიპოვა (8 მარცხი). ბოლოს დიუსელდორფმა ბაიერნი 28 წლის წინ 1991 წლის აპრილში დაამარცხა (1:0).


23-11-2019