სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"გუნდი სრულ შემადგენლობაშია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ზამთრის შესვენებამდე კონცეტრირებულად ვიშრომებთ. სანაკრებო პაუზის დროსაც კონცეტრირებულად ვშრომობდით".

"ალფონსო დეივისი საკუთარ ფუნქციებს კარგად ასრულებს. ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. მას დიდი პოტენციალი გააჩნია".

"ფორტუნა ძალიან კომპაქტურად განლაგდება. შეტევაზე სწრაფად გადადიან. მიმდინარე სეზონში ეს რამდენჯერმე დაამტკიცეს".

"მატჩიდან მატჩამდე ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, წინ ბევრი რთული შეხვედრის ჩატარება გველის. ფეხბურთელებთან საუბარი მომავალშიც მნიშნელოვანი იქნება".

"ყოველი მომდევნო მატჩის მოგება მსურს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მარტივი არ იქნება. მაგრამ საერთო ჯამში ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანი ვარ. გამარჯვებების მოპოვება ბიჭებსაც სურთ. ზამთრის პაუზამდე დარჩენილ მატჩებში წარმატებების მიღწევის ყველა შესაძლებლობა გაგვაჩნია".


22-11-2019