სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ჰანზი ფლიქთან

როგორ შეაფასებდით პირველ ორ მატჩს ბაიერნის მწვრთნელის პოსტზე?
"რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად შევაფასებდით. განსაკუთრებით ეს დორტმუნდზე ანგარიშით 4:0 გამარჯვებას ეხება. ჩვენთვის ეს წარმატება დიდი შვება აღმოჩნდა, რადგანაც ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ რთულ მდგომარეობაში ავღმოჩნდით. დიდი წვლილი წარმატებაში გულშემატკივრებმაც შეიტანეს".

ზამთრის შესვენებამდე 8 მატჩის ჩატარება მოგიწევთ. ფოქუსირებას დაცვაში სტაბილურობაზე მოახდენთ, თუ შემტევ ფეხბურთზე?
"ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია. სწორი ბალანსის მოძიება დაგვჭირდება. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს დორტმუნდთან მატჩში მოვახერხეთ".

ფორტუნას შეხვედრამდე რა განწყობაზე იმყოფებით?
"სამწვრთნელო შტაბთან ერთად ფორტუნას თამაში შევისწავლეთ. ვიცით ამ მეტოქის წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ. საერთო ჯამში სანაკრებო პაუზა კარგად გამოვიყენეთ. მომდევნო მეტოქეები დეტალურად შევისწავლეთ".

რას ელოდებით ფორტუნასგან?
"თავს ძალიან კარგად იცავენ. კომპაქტურად თამაშობენ. მათი მთავარი ძალა დაცვიდან შეტევაზე გადასვლის პროცესია. სივრცის მიღების შემთხვევაში სახიფათოდ უტევენ. წარმოუდგენლად ეფექტურები არიან".


22-11-2019