სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გუნდები ერთმანეთს 51-ჯერ შეხვდნენ. აქედან რეკორდმაისტერმა ფორტუნას 29 მატჩი მოუგო, 10 ფრედ დაასრულა და 12-ში მეტოქემ იმარჯვა.

მიმდინარე წლის აპრილში ბაიერნმა დიუსელდორფი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ვერცხლის სინის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. იმ შეხვედრაში გოლები კომანმა (დუბლი), გნაბრიმ და გორეცკამ მიითვალეს.

ყველაზე დიდი ანგარიშით ბაიერნმა ფორტუნა 1982 წლის 6 თებერვალს დაამარცხა (7:0). დუბლები აუგენთალერმა და ნიდერმაიერმა მიითვალეს, თითო ბურთი რუმენიგემ, კრაუსმა და ბრაიტნერმა შეაგდეს.

1978 წლის დეკემბერში მიუნხენელები დიუსელდორფში ანგარიშით 1:7 განადგურდნენ.

ამ გუნდებს შორის შეხვედრებში ყოველთვის უამრავი გოლი გადის. უკანასკნელ 5 მატჩში რეკორდმაისტერმა ფორტუნას 20 ბურთი გაუტანა. ამ შეხვედრებში ბაიერნი მეტოქეს ყოველთვის მინიმუმ 3 ბურთს უტანდა.

რობერტ ლევანდოვსკის ფორტუნას კარებში ბურთი ჯერ არ გაუტანია. იმედია, რომ შაბათს თავდასხმელი ამ ფაქტს გამოასწორებს, რადგანაც პოლონელი მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. გერმანიის ჩემპიონატის წინა 11 მატჩში ლევანდოვსკი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა, რაც რეკორდს წარმოადგენს.

ლევანდოვსკის განსხვავებით მიულერი ფორტუნას ხშირად უტანდა. უკანასკნელ 4 შეხვედრაში თომასმა დიუსელდორფის კარები 5-ჯერ დალაშქრა.


22-11-2019