სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანშაფტმა პირველი ადგილი შეინარჩუნა

მატჩის დასაწყისში მანშაფტს ცივი შხაპის გადატანა მოუწია. მეტოქემ ანგარიშის გახსნა მოახერხა, 0:1. მაგრამ ტაიმის დასრულებამდე ბავარიელებმა გნაბრიმ და გორეცკამ ნაკრები წინ გაიყვანეს. ლიოვმა ტრადიციულად ექსპერიმენტებს მიმართა. მანშაფტი ერთი ნომინალური ცენტრალური მცველით და ფორვარდის გარეშე თამაშობდა.

მეორე ტაიმი სერჟ გნაბრის მეორე გოლით დაიწყო, 3:1! 60-ე წუთზე გნაბრის ბენეფისი გაგრძელდა. ბაიერნის ფეხბურთელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 4:1! 13 წუთში თავისი სიტყვა ისევ გორეცკამ თქვა, 5:1! მატჩის კომპენსირებულ დროში იულიან ბრანდტმა მეტოქის განადგურებას წერტილი დაუსვა, 6:1!

გერმანიამ შესარჩევი ციკლის ჯგუფურ სტადიაზე პირველი ადგილი შეინარჩუნა.


20-11-2019