სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მანშაფტმა ევროს საგზური მოიპოვა

პირველი ტაიმი გერმანიის დიდი უპირატესობით წარიმართა. ბურთის გატანა შეტევის ხაზის თითქმის ყველა ფეხბურთელს შეეძლო, მაგრამ პირველი რეალური სახიფათო მომენტი მეტოქემ შექმნა, და თუ არა ნოიერის ოსტატობა ანგარიში შეხვედრაში გაიხსნებოდა. თითქმის ეგრევე მანშაფტმა ბურთი გაიტანა. გნაბრის გადაცემის შემდეგ გინტერმა ლამაზად ქუსლით ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:0!

მეორე ტაიმი გორეცკას გოლით დაიწყო, 2:0! კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ლეონმა ბურთი მეკარესგან შორეულ კუთხეში გააგზავნა.

გერმანიამ სიმძლავრეს მოუმატა და საშუალო დისტანციიდან კროოსმა მესამე ბურთი გაიტანა, 3:0!

75' მანუელ ნოიერმა პენალტი მოიგერია. კოჰმა მეტოქე საჯარიმოს ფარგლებში წააქცია და ამის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

82' ტონი კროოსმა საკუთარი უმაღლესი კლასი გამოავლინა. ნახევარმცველმა ძალიან ლამაზი ბურთი გაიტანა, 4:0!

ლიოვის შეგირდებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაიფორმეს!


17-11-2019