სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხი: 6 ქულის აღებაზე ვფიქრობთ

"რა თქმა უნდა, ორი გამარჯვების მოპოვებაზე ვფიქრობთ. კარგი სიტუაციის შემთხვევაში ერთი მოგებაც გვეყოფა, მაგრამ 6 ქულის აღება გვსურს. ბოლო შეხვედრაში კაპიტნის სამკლაური გადმომცეს. დამრჩა სურვილი, რომ ყველაფერზე პასუხიმგებელი ვიყავი. ცენტრალური მცველების დეფიციტი გაგვაჩნია, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც დაცვის ცენტრში სათამაშოდ უნარები გააჩნიათ. ტიმო ვერნერს 12 წლიდან ვიცნობ. ყველა ასაკობრივ გუნდში თავდასხმის მეფე იყო. ბევრ ბურთს იტანს და უამრავ საგოლე გადაცემას ასრულებს. იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ნიკლას ზულე მწყობრში ჩადგება. ის ამისთვის იბრძვის და ოპტიმისტურად არის განწყობილი", აღნიშნა იოზუა კიმიხმა.


15-11-2019