სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე: "კოვაჩის სახით სწორი არჩევანი გავაკეთეთ"

"სეზონის სტარტზე მოტივაციის დემონსტრირება მნიშვნელოვანი იყო. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. სეზონი უამრავი მოპოვებული ტიტულით უნდა დავასრულოთ. კოვაჩის ტაქტიკა ფეხბურთელების კომპაქტურ განლაგებაზე არის დაყრდნობილი. ეს შტუტგარტთან მატჩში ნათლად ჩანდა. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში ჩვენი შესრულებით საუკეთესო შეხვედრა იყო. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვფიქრობთ, რომ კარგი სეზონი გველის. ვთვლი, რომ კოვაჩი თავის ფუნქციებს კარგად უმკლავდება. ფეხბურთელებს ამოცანებს მკაფიოდ უხსნის. მისი სახით სამწვრთნელო პოსტზე სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ვერცხლის სინს არავინ დაგვითმობს, მაგრამ ჩემპიონატის მოგების კარგი შანსები გაგვაჩნია. მშვენიერი გუნდი გვყავს, რომელმაც მწვრთნელთან საერთო ენა გამონახა. ჩემპიონთა ლიგაზეც ბევრის მიღწევა გვსურს. ყოველწლიურად ტურნირის დონე იზრდება. მეტოქეების დამარცხება მარტივი საქმე არ იქნება", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


13-09-2018