სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გუნდმა ორი მშრალი მატჩი ჩაატარა

უკანასკნელი 9 მატჩიდან 8-ში ბაიერნმა 17 ბურთი გაუშვა. პირველ რიგში ეს ზულეს და ერნანდეზის ტრავმებით იყო განპირობებული. ასევე ფრანკფურტთან ბოატენგის გაძევება ნუ გვავიწყდება.

მაგრამ ოლიმპიაქოსთან და დორტმუნდთან შეხვედრებში დაცვის ახალმა ხაზმა საკუთარი ეფექტურობა გამოავლინა. პავარმა, მარტინეზმა, ალაბამ, დეივისმა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე იოზუა კიმიზმა ძალიან საიმედოდ ითამაშეს.

დორტმუნდთან შეხვედრაში დაცვის ხაზის ხუთს ნომინალურ მოთამაშეს ბურთთან ყველაზე მეტი შეხება ჰქონდათ და უამრავი ორთაბრძოლის გამარჯვებულები გახდნენ.

შაბათს დავიდ ალაბამ 93 გადაცემა შეასრულა, რომლების სიზუსტე 93,5% შეადგინა. ახალგაზრდა ალფონსო დეივისმა მარცხენა ფლანგზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ბუნდესლიგის ფარგლებში კანადელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მესამედ გამოვიდა.


11-11-2019