სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩის ციფრები, რიცხვები და რეკორდები

2500 - რობერტ ლევანდოვსკის გატანილი ბურთი, რომლის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა, ბაიერნისთვის ბუნდესლიგის ფარგლებში საშინაო შეხვედრებში 2500-ე აღმოჩნდა;

1100 - გამარჯვება დაუგროვდა ბაიერნს გერმანიის ჩემპიონატების ისტორიაში. მეორე ადგილზე მყოფ ვერდერს 787 მოგება აქვს;

250 - გამარჯვებების თემას რომ მივჰყვეთ: დორტმუნდზე მოგება ნოიერისთვის საიუბილეო 250-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით მეკარე ფილიმ ლამს გაუტოლდა. უფრო მეტი გამარჯვება ოლივერ კანს (310) და მანფრედ კალცს (291) აქვთ;

150- ლეონ გორეცკასთვის ბუნდესლიგის ფარგლებში დორტმუნდთან მატჩი 150-ე აღმოჩნდა. მათ შორის ბაიერნის მაისურში - 50-ე;

125 - ბაიერნს 125 შეხვედრაში არ წაუგია, რომლებშიც პირველი ტაიმი მოგებული ჰქონდა (118 მოგება და 7 ფრე). უკანასკნელად ბაიერნმა პირველი ტაიმის მოგების შემდეგ ჰამბურგთან დამარცხდა - 1:2 (2007 წლის აპრილში);

100 - თომას მიულერმა საიუბილეო 100-ე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 2004/05 წწ. სეზონიდან დაწყებული 30 წლის მიულერი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.


10-11-2019