სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა დორტმუნდი უშანსოდ დატოვა!

Der Klassiker-ის პირველი ტაიმი ბაიერნის უპირატესობით და სასარგებლოდ წარიმართა. რეკორდმაისტერი მომენტი მომენტზე ქმნიდა. მე-17 წუთზე ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, 1:0! შემდგომში შანსები მიულერს, ლევანდოვსკის და გნაბრის ჰქონდათ, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარი ბაიერნის გოლით დაიწყო. ბურთი გნაბრიმ მიითვალა, 2:0!

59 წუთზე ლევანდოვსკის მესამე ბურთი უნდა გაეტანა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა...

კარგი მომენტი ალკასერს ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ დარტყმა არ გამოუვიდა.

76-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა, 3:0!

ოთხ წუთში ჰუმელსმა ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა, 4:0!

ბოლო წამებზე პერიშიჩს კარგი დარტყმა გამოუვიდა, მაგრამ კარებს ვერ მოარტყა.

ბაიერნმა დორტმუნდი უშანსოდ დატოვა და მესამე ადგილზე გადავიდა!


09-11-2019